დისტანციური სამუშაო
დისტანციური სამუშაო ქართველი პროფესიონალებისთვის
1945 აქტიური ვაკანსია საერთაშორისო კომპანიებიდან. თითოეული მათგანი შემოწმებულია: სიაში მხოლოდ ის განცხადებები ხვდება, სადაც დამსაქმებელი კანდიდატს საქართველოდან იღებს და ადგილობრივ სამუშაო ნებართვას არ ითხოვს.
ბოლოს განახლდა: (გუშინ)
კიდევ თემუზე
კიდევ თემუზე
1945 ვაკანსია · ბოლოს დამატებული
Bilingual Mental Health Expert
micro1 · სხვა ვაკანსიები · გუშინ
ნებისმიერი ქვეყნიდანApplication Security Engineer (AppSec)
$30 - $100 საათშიmicro1 · IT და პროგრამირება · გუშინ
ნებისმიერი ქვეყნიდანNode.jsPythonBackend Security Engineer
$30 - $100 საათშიmicro1 · IT და პროგრამირება · გუშინ
ნებისმიერი ქვეყნიდანNode.jsPythonManagement Consultant
micro1 · სხვა ვაკანსიები · გუშინ
ნებისმიერი ქვეყნიდანData Scientist
micro1 · მონაცემები და ანალიტიკა · გუშინ
ნებისმიერი ქვეყნიდანMachine LearningCircuit Design Expert
micro1 · დიზაინი · გუშინ
ნებისმიერი ქვეყნიდანPythonSoftware Architect
Autodesk · IT და პროგრამირება · გუშინ
ევროპიდანFusion Sales Account Executive - Named Accounts
Autodesk · გაყიდვები · გუშინ
ევროპიდანCompliance Officer / MLRO- Senegal
dLocal · სხვა ვაკანსიები · გუშინ
ევროპიდანGlobal Treasury Analyst
Canonical · ფინანსები და ბუღალტერია · გუშინ
ევროპიდანBusiness Development Representative, Enterprise
$65k - $94k წელიწადშიDoximity · გაყიდვები · გუშინ
ნებისმიერი ქვეყნიდანBenefits Operations Specialist - AMER
Remote · სხვა ვაკანსიები · გუშინ
ნებისმიერი ქვეყნიდანკიდევ თემუზე
Client Success Manager, Pharma
$91k - $138k წელიწადშიDoximity · სხვა ვაკანსიები · გუშინ
ნებისმიერი ქვეყნიდანContract Writer - A Book Exploring the Beauty and Meaning of Sacred Art
The Daily Grace Co. · კონტენტი და თარგმანი · გუშინ
ნებისმიერი ქვეყნიდანPrincipal Backend Engineer - Core
Hard Rock Digital · IT და პროგრამირება · გუშინ
ნებისმიერი ქვეყნიდანContract Writer - A Book For Women Struggling with People-Pleasing
The Daily Grace Co. · კონტენტი და თარგმანი · გუშინ
ნებისმიერი ქვეყნიდანContract Writer - A Book for Men Asking Questions About Identity and Purpose
The Daily Grace Co. · კონტენტი და თარგმანი · გუშინ
ნებისმიერი ქვეყნიდანFullstack-Developer (100% Remote)
$1k - $3k თვეშიPowerprozesse · IT და პროგრამირება · გუშინ
ნებისმიერი ქვეყნიდანReactB2B Data Engineer*
IWConnect · IT და პროგრამირება · გუშინ
ნებისმიერი ქვეყნიდანPythonAWSSenior Graphic Artist - Studio Casino Games
Hard Rock Digital · დიზაინი · გუშინ
ნებისმიერი ქვეყნიდან
მიიღეთ ახალი ვაკანსიები ელფოსტაზე
დაფა დღეში რამდენჯერმე ახლდება. ჩვენ მოგწერთ მხოლოდ მაშინ, როცა ახალი, შემოწმებული ვაკანსია გამოჩნდება. არც სპამი, არც ანგარიშის შექმნა.
უკვე გამოწერილი ხართ? მართეთ პარამეტრები
კატეგორიები
| მიმართულება | ვაკანსია | მედიანური ანაზღაურება |
|---|---|---|
| IT და პროგრამირება | 780 | $132k |
| მარკეტინგი | 159 | $63k |
| დიზაინი | 94 | $84k |
| გაყიდვები | 122 | $90k |
| მომხმარებელთა მხარდაჭერა | 31 | $28k |
| ფინანსები და ბუღალტერია | 80 | $101k |
| HR და რეკრუტინგი | 31 | არ არის გამოცხადებული |
| კონტენტი და თარგმანი | 52 | $97k |
| მონაცემები და ანალიტიკა | 47 | $110k |
| პროექტის მართვა | 79 | $70k |
| განათლება და სწავლება | 30 | $110k |
| სხვა ვაკანსიები | 440 | $114k |
მედიანა დათვლილია იმ ვაკანსიებზე, სადაც დამსაქმებელმა ანაზღაურება მიუთითა. სრული მიმოხილვა.
ენა
როგორ ვამოწმებთ ვაკანსიებს
დისტანციური ვაკანსიების უმეტესობა, რომელსაც საერთაშორისო საიტებზე ნახავთ, სინამდვილეში კონკრეტულ ქვეყანაშია მიბმული. განცხადებაში წერია "remote", შიგნით კი პირობაა: კანდიდატს უნდა ჰქონდეს იმ ქვეყნის სამუშაო ნებართვა. ქართველი სპეციალისტი ასეთ ვაკანსიაზე პირველივე კითხვაზე იჭრება.
ამიტომ თითოეული განცხადება ორ შემოწმებას გადის. ჯერ ვამოწმებთ თავად პლატფორმის მიერ მითითებულ რეგიონს, შემდეგ კი ვაკანსიის ტექსტს: თუ იქ ნახსენებია სამუშაო ნებართვა, ვიზის სპონსორობა, მოქალაქეობის მოთხოვნა ან კონკრეტულ ქვეყანაში ცხოვრების პირობა, ვაკანსია სიაში არ ხვდება.
ევროპა და მსოფლიო
ვაკანსიებს ორ ჯგუფად ვნიშნავთ. "ნებისმიერი ქვეყნიდან" ნიშნავს, რომ დამსაქმებელს კანდიდატის ადგილმდებარეობა საერთოდ არ აქვს შეზღუდული. "ევროპიდან" ნიშნავს, რომ კომპანია ევროპის კონტინენტზე მყოფ კანდიდატს ეძებს, რაშიც საქართველოც შედის. ევროკავშირზე მიბმული განცხადებები სიაში არ ხვდება, რადგან ეს უკვე სამუშაო ნებართვის მოთხოვნაა და არა გეოგრაფიის.
როგორ შევიტანო განაცხადი
განაცხადს პირდაპირ დამსაქმებელთან ან იმ პლატფორმაზე იტანთ, სადაც ვაკანსია გამოქვეყნდა. დონატორი განაცხადებს არ იღებს, საკომისიოს არ იღებს და თქვენს რეზიუმეს არ ინახავს. თითოეულ გვერდზე მითითებულია წყარო და პირდაპირი ბმული ორიგინალ განცხადებაზე.
მიიღეთ ახალი ვაკანსიები ელფოსტაზე
დაფა დღეში რამდენჯერმე ახლდება. ჩვენ მოგწერთ მხოლოდ მაშინ, როცა ახალი, შემოწმებული ვაკანსია გამოჩნდება. არც სპამი, არც ანგარიშის შექმნა.
უკვე გამოწერილი ხართ? მართეთ პარამეტრები
ხშირად დასმული კითხვები
შემიძლია საქართველოდან საზღვარგარეთის კომპანიაში მუშაობა?
დიახ. დისტანციური ვაკანსიის დიდი ნაწილი კონტრაქტორულ თანამშრომლობას გულისხმობს, რაც ნიშნავს, რომ კომპანიასთან ხელშეკრულებას დებთ და სამუშაოს საქართველოდან ასრულებთ. ასეთ შემთხვევაში უცხო ქვეყნის სამუშაო ნებართვა არ გჭირდებათ, რადგან ფიზიკურად იმ ქვეყანაში არ მუშაობთ.
რატომ არ ვარგა უცხოურ საიტებზე ნაპოვნი ყველა დისტანციური ვაკანსია?
იმიტომ, რომ სიტყვა remote ხშირად ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ოფისში მისვლა არ არის საჭირო, და არა იმას, რომ კანდიდატი ნებისმიერი ქვეყნიდან შეიძლება იყოს. ბევრ განცხადებაში პირობად წერია ადგილობრივი სამუშაო ნებართვა, ვიზის სპონსორობის უქონლობა ან კონკრეტულ ქვეყანაში ცხოვრება. ჩვენ ასეთ ვაკანსიებს სიაში არ ვუშვებთ.
როგორ ამოწმებთ, რომ ვაკანსია ქართველისთვის ხელმისაწვდომია?
თითოეული განცხადება ორ დამოუკიდებელ შემოწმებას გადის. ჯერ ვკითხულობთ პლატფორმის მიერ მითითებულ რეგიონს, შემდეგ კი თავად ვაკანსიის ტექსტს ვასკანერებთ სამუშაო ნებართვის, ვიზის სპონსორობის, მოქალაქეობისა და საცხოვრებელი ადგილის მოთხოვნებზე. თუ რომელიმე შემოწმება ვერ გაიარა, ვაკანსია არ ქვეყნდება.
რა განსხვავებაა ნიშნულებს შორის: ნებისმიერი ქვეყნიდან და ევროპიდან?
ნებისმიერი ქვეყნიდან ნიშნავს, რომ დამსაქმებელს კანდიდატის ადგილმდებარეობა საერთოდ არ აქვს შეზღუდული. ევროპიდან ნიშნავს, რომ კომპანია ევროპის კონტინენტზე მყოფ კანდიდატს ეძებს, რაშიც საქართველოც შედის. ევროკავშირზე მიბმულ განცხადებებს არ ვდებთ, რადგან ეს უკვე სამუშაო ნებართვის მოთხოვნაა და არა გეოგრაფიული.
საჭიროა თუ არა ინგლისურის ცოდნა?
პრაქტიკულად ყოველთვის. ვაკანსიების აღწერები ინგლისურადაა და განაცხადსაც ინგლისურად შეიტანთ. სწორედ ამიტომ ვტოვებთ ვაკანსიის ტექსტს ორიგინალ ენაზე: თუ განცხადების წაკითხვა გიჭირთ, იგივე სირთულე გასაუბრებაზეც დაგხვდებათ.
როგორ მივიღებ ანაზღაურებას?
დისტანციური კონტრაქტორები ჩვეულებრივ საბანკო გადმორიცხვით, Wise-ით, Payoneer-ით ან დამსაქმებლის მიერ შერჩეული პლატფორმით იღებენ ანაზღაურებას. კონკრეტული წესი ყოველთვის დამსაქმებელთან ზუსტდება. საგადასახადო ვალდებულებებისთვის მიმართეთ შემოსავლების სამსახურს, რადგან რეჟიმი თქვენს სტატუსზეა დამოკიდებული.
იღებს თუ არა დონატორი განაცხადებს ან საკომისიოს?
არა. განაცხადს პირდაპირ დამსაქმებელთან ან იმ პლატფორმაზე იტანთ, სადაც ვაკანსია გამოქვეყნდა. დონატორი არც რეზიუმეს ინახავს, არც საკომისიოს იღებს და არც შუამავლობს. თითოეულ გვერდზე მითითებულია წყარო და პირდაპირი ბმული ორიგინალ განცხადებაზე.
რამდენად ხშირად ახლდება სია?
ვაკანსიები დღეში რამდენჯერმე მოწმდება. განცხადება, რომელსაც ვადა გაუვიდა ან წყაროზე აღარ ჩანს, სიიდან ავტომატურად ქრება, რომ არ დაკარგოთ დრო უკვე დახურულ პოზიციაზე.