- ფული ქართულ ბარათს ჩამოეჭრება და შენს ბალანსზე გროვდება. როცა გინდა, ბანკის ანგარიშზე გაიტან.
- ფასიანი ლექციის ჩანაწერი დახურულ საცავშია და მხოლოდ გამომწერს ეხსნება.
- ლექციას შეიძლება უყუროს ორმა თუ ორასმა, ფასი არ იცვლება.
დღეს როგორ ხდება
სტუდენტი Facebook-ზე გწერს, თანხას ბანკიდან გირიცხავს, ადმინისტრატორი ამონაწერს ამოწმებს, ბმულს ხელით უგზავნის, მერე ჩანაწერსაც Drive-იდან უზიარებს. და ასე ყოველ თვე, თავიდან. ეს ტექნიკური პრობლემა კი არა, ხელფასია, რომელსაც ადმინისტრირებაში იხდი.
ვიდეოკავშირი დღეს ყველას აქვს და თითქმის არაფერი ღირს. ნამდვილი თავის ტკივილი ვიდეოს მერე იწყება: ვინ გადაიხადა, ვის უნდა გაუგზავნო ბმული, ვის გაუვიდა თვე, ვის შეიძლება მისცე ჩანაწერი. Donator ზუსტად ამ ნაწილს აკეთებს შენს მაგივრად.
კურსის აწყობა ერთ ეკრანზე
რეგისტრაციის შემდეგ პირდაპირ ამ ეკრანზე ხვდები. სამი ველი, ერთი შენახვა და ბმული გასაგზავნად მზადაა. ინსტრუქცია არ დაგჭირდება.
- 1
დაარქვი სახელი
მაგალითად: მექანიკა, XI კლასი. სწორედ ამ სახელს დაინახავს სტუდენტი.
- 2
დაადე ფასი
ერთი ლექციის ფასი, თვიური ფასი, ან ორივე. თვიური ხსნის ჩანაწერების არქივსაც.
- 3
მიუთითე დრო
შემდეგი ლექციის დრო. ვინც შენს გვერდზე გამოწერის ღილაკს დააჭირა, საათით ადრე შეხსენებას იღებს.
იმავე ეკრანზე ხედავ, როგორ გამოიყურება ეს სტუდენტისთვის, და იქვე იღებ ბმულს, რომელიც ჯგუფში უნდა გააგზავნო.
30 ₾
გადახდა და ყურება
ვიდეო გადახდის დადასტურებისთანავე იხსნება
ჩანაწერები
- 1:52მექანიკა, გაკვეთილი 4
- 2:04მექანიკა, გაკვეთილი 3
- 1:47მექანიკა, გაკვეთილი 2
იხსნება აქტიური გამოწერით
ცენტრის ლექტორები
- A@anaლექტორი
- G@giorgiლექტორი
- C@centreმფლობელი
ფული ერთ ანგარიშზე გროვდება
რას აკეთებს პლატფორმა
ბარათით გადახდა ხსნის ლექციას
ლექციას ფასს ლარებში ადებ. სტუდენტი ბარათით იხდის და ვიდეო მაშინვე ეხსნება. აღარავინ ამოწმებს ამონაწერს და აღარავინ აგზავნის ბმულებს ხელით.
ერთი გადახდა მთელ კურსზე
სტუდენტი კურსის სრულ ფასს ერთხელ იხდის და ეხსნება მთელი კურსი: LIVE ლექციებიც და ჩანაწერების არქივიც, ცალკე ყოველ გაკვეთილზე გადახდის გარეშე.
ჩანაწერები რჩება დახურული
ყოველი ლექცია ავტომატურად იწერება. თუ ლექცია ფასიანია, ჩანაწერი დახურულ საცავში ინახება და მხოლოდ იმას ეხსნება, ვისაც აქტიური გამოწერა აქვს. უფასო ლექციის ჩანაწერი ისეა ღია, როგორც თავად ლექცია იყო.
ერთი ანგარიში, რამდენიმე ლექტორი
ცენტრი ქმნის ორგანიზაციას და ამატებს ლექტორებს. თითოეულ ლექტორს რჩება საკუთარი გვერდი, საკუთარი კურსი და საკუთარი სტატისტიკა. ცენტრის შექმნისას ირჩევ, ფული ერთიანად ცენტრის ანგარიშზე გროვდებოდეს თუ თითოეული ლექტორი თავისთვის იღებდეს.
დაგეგმილი ლექცია და შემხსენებელი
ლექციის დროს წინასწარ ადგენ. ავტომატურ შეხსენებას ეთერამდე დაახლოებით საათით ადრე იღებს ყველა, ვინც შენს გვერდზე გამოწერის ღილაკს დააჭირა.
ჩატი მოდერაციით
შეკითხვების ჩატში გაქვს ნელი რეჟიმი, შეტყობინების წაშლა, მომხმარებლის დაბლოკვა და მთავარი შეტყობინების დამაგრება.
ფასი
ადგილების საფასური არ არსებობს. ლექციას შეიძლება უყუროს ორმა სტუდენტმა ან რამდენიმე ასეულმა, ღირებულება არ იცვლება. ვიღებთ წილს მხოლოდ მაშინ, როცა შენ ყიდი.
Visa · Mastercard · გადახდები საქართველოს ბანკის სისტემით
დამწყები
ვინც ახლა იწყებს ონლაინ გაყიდვას
უფასოა
100-ლარიან გაყიდვაზე შენ გრჩება 92 ლარი
რაც მეტს ყიდი, მით ნაკლებს ვიღებთ: ჯერ 8%, სამი ათასის შემდეგ 6%, ათი ათასის შემდეგ 4%.
- დაახლოებით 370 საათი ჩანაწერი, 365 დღე ინახება
- ფიქსირებული გადასახადი არ არის
- ბარათით გადახდა და თვიური გამოწერა
- დაცული ჩანაწერების არქივი
ყველაზე ხშირი არჩევანი
ცენტრი
მოქმედი ცენტრისთვის, რომელიც უკვე ყიდის
149 ₾/თვე
100-ლარიან გაყიდვაზე შენ გრჩება 97 ლარი
- დაახლოებით 370 საათი ჩანაწერი, 365 დღე ინახება
- ერთი და იგივე პროცენტი, რამდენიც არ უნდა გაყიდო
- ერთი ანგარიში, რამდენიმე ლექტორი
- ინვოისი და ხელშეკრულება
თუ თვეში 3,000 ლარზე მეტს ყიდი, ეს პაკეტი უფრო მომგებიანია
დაგვიკავშირდი →ქსელი
რამდენიმე ფილიალი და დიდი ბრუნვა
299 ₾/თვე
100-ლარიან გაყიდვაზე შენ გრჩება 97.50 ლარი
- დაახლოებით 370 საათი ჩანაწერი, 365 დღე ინახება
- ყველაზე დაბალი პროცენტი გაყიდვაზე
- პრიორიტეტული მხარდაჭერა
თუ თვეში 30,000 ლარზე მეტს ყიდი, ეს პაკეტი უფრო მომგებიანია
დაგვიკავშირდი →რომელი ავირჩიო
- ჯერ არ იცი, რამდენს გაყიდი: დაიწყე დამწყები პაკეტით. უფასოა, და თუ გაიზარდე, პაკეტს ერთი დაწკაპუნებით შეიცვლი.
- უკვე ყიდი და რამდენიმე მასწავლებელი გყავს: ცენტრი.
- რამდენიმე ფილიალი გაქვს ან თვეში ოცდაათ ათასზე მეტს ყიდი: ქსელი.
მაგალითი: კურსს 300 ლარად ყიდი. სტუდენტს ბარათიდან ზუსტად 300 ლარი ჩამოეჭრება, ზემოდან არაფერი ემატება. დამწყებ პაკეტზე ცენტრს 276.00 ლარი რჩება (ჩვენ 24.00 ლარს ვიღებთ), ცენტრის პაკეტზე კი 291.00 ლარი. ბანკის საკომისიოც ამ თანხაშია.
პაკეტს ნებისმიერ დროს შეიცვლი და ეს მხოლოდ მომავალ გადახდებზე იმოქმედებს. ცენტრისა და ქსელის პაკეტებზე ინვოისსა და ხელშეკრულებას ჩვენ ვამზადებთ.
შენს ბრუნვაზე რამდენი დაგრჩება
- დამწყები3,700 ₾
- ცენტრი149 ₾/თვეშიშენთვის საუკეთესო3,731 ₾
- ქსელი299 ₾/თვეში3,601 ₾
წელიწადში 4,092 ლარით მეტი
ყველაზე გავრცელებული ქართული პლატფორმის საჯარო ფასი: 10 ₾ თვეში და 15% ყოველი გაყიდული კურსიდან.
ციფრებს იმავე პროგრამა ითვლის, რომელიც ფასს ახდევინებს.
ჩვენ ახალი პლატფორმა ვართ
აქ ქართული სასწავლო ცენტრების გამოხმაურებები უნდა ეწეროს, მაგრამ ჯერ ახლები ვართ და მოგონილ ციტატებს არ დავწერთ. ახალი მხოლოდ ეს მიმართულებაა: ამავე ინფრასტრუქტურაზე უკვე მუშაობს Donator-ის LIVE ეთერები და ბარათით გადახდები. ადრე მოსულებს კი ის ეძლევათ, რაც მოგვიანებით აღარავის ექნება.
ფასი ფიქსირდება
პირველი 15 ცენტრის ტარიფი უცვლელი რჩება მაშინაც, როცა ფასებს ავწევთ. წერილობით ვადასტურებთ.
პირდაპირი კავშირი
შეკითხვაზე პასუხს ის ადამიანი გცემს, ვინც პლატფორმას აშენებს, და არა მხარდაჭერის ფორმა.
შენი მოთხოვნა რიგში პირველია
რაც ახლა გჭირდება და არ გვაქვს, გვითხარი. ადრეული ცენტრების მოთხოვნები განსაზღვრავს, რას ვაშენებთ შემდეგ.
ვალდებულება არ არის
ხელშეკრულებით მიბმა და ჯარიმა არ არსებობს. თუ არ გამოგადგა, გაჩერდი, ფული არაფერში დაგეხარჯება.
გაქვს ცენტრი და კითხვები დაგრჩა
ცენტრისა და ქსელის პაკეტებზე ინვოისი, ხელშეკრულება და არსებული ჯგუფების გადმოტანა ცალკე საუბრის თემაა. მოგვწერე და ერთ სამუშაო დღეში გიპასუხებთ.
ხშირი შეკითხვები
- რა ჯდება დაწყება?
- არაფერი. დამწყები პაკეტი უფასოა და ფიქსირებული გადასახადი არ აქვს. თუ ამ თვეში არაფერი გაგიყიდია, ანგარიში ნულია.
- როდის მივიღებ ფულს?
- სტუდენტი იხდის ქართული ბარათით და თანხა შენს ბალანსზე მაშინვე ჩანს. გამოტანა ბანკის ანგარიშზე 7 დღის შემდეგ ხდება: ეს ვადა ბარათის დავებისთვისაა და ყველა გადახდაზე ერთნაირად მოქმედებს. ამონაწერის ხელით შემოწმება აღარ დაგჭირდება.
- რა მჭირდება ეთერში გასასვლელად?
- კომპიუტერი ან ტელეფონი კამერით. ბრაუზერიდან პირდაპირ გადიხარ ეთერში, პროგრამის დაყენების გარეშე. თუ OBS-ს იყენებ, ისიც მუშაობს.
- კურსის აწყობა რთულია?
- სამი ველია ერთ ეკრანზე: სახელი, ფასი და დრო. შენახვის შემდეგ იღებ ბმულს, რომელსაც ჯგუფში აგზავნი. სულ ეს არის.
- ინვოისი და გადასახადები?
- ცენტრისა და ქსელის პაკეტებზე ინვოისსა და ხელშეკრულებას ჩვენ ვამზადებთ. შემოსავლის დეკლარირება შენი იურიდიული პირის საქმეა, ჩვენგან კი ამონაწერს იღებ.
- ელექტრონული ჟურნალი და ტესტები გაქვთ?
- ჟურნალი, ქულები და დავალებები არ არის. დასწრება კი ავტომატურად აღირიცხება: ჩანს, ვინ რომელ ლექციას დაესწრო. ეს ინსტრუმენტია ლექციის ჩასატარებლად და ფულის მისაღებად. თუ სასწავლო პროცესის სრული მართვა გჭირდება, ჩვენ ის არ ვართ და ამას პირდაპირ გეუბნებით.
- სტუდენტი კამერით ჩაერთვება?
- არა. სტუდენტის კამერა და მიკროფონი არ ირთვება, შეკითხვები ჩატით მოდის, სადაც ნელი რეჟიმი და მოდერაცია გაქვს. ეს ლექციის ფორმატია, არა სემინარის.
- განვადებით გაყიდვა შეიძლება?
- ჯერ არა. კურსი ერთჯერადი გადახდით იყიდება: სტუდენტი სრულ ფასს ჩაწერისას იხდის და კურსი მაშინვე ეხსნება.
- და თუ ეთერი შუა ლექციაზე ჩავარდა?
- ჩართვა ავტომატურად აღდგება და ლექცია იმავე ბმულზე გრძელდება. ჩანაწერი ისედაც რჩება, ანუ ვისაც რამე გამორჩა, არქივში ნახავს. თუ ლექცია საერთოდ ვერ ჩატარდა, სტუდენტს თანხას შენ უბრუნებ და ჩვენც ჩვენს წილს გიბრუნებთ.
- თანხის დაბრუნება როგორ ხდება?
- დაბრუნებას შენ წყვეტ და ჩვენ ვასრულებთ: მოგვწერე რომელი გადახდაა და თანხა ბარათზე ბრუნდება, შენს ბალანსს კი იგივე გადახდა მოაკლდება. სტუდენტს, რომელიც გადახდას ასაჩივრებს, ბანკიც ჰყავს, და სწორედ ამიტომაა გამოტანამდე დაყოვნება.
- ჩემი ჩანაწერები ვის ხელში იქნება?
- დახურულ საცავში ინახება და მხოლოდ იმას ეხსნება, ვისაც აქტიური გამოწერა აქვს. თვითონ ვიდეოს ბმული ყოველ ჯერზე ხელახლა და მოკლე ვადით გაიცემა, ანუ გადაგზავნილი ბმული მალევე უქმდება.
- და თუ არ მომეწონა?
- პაკეტს ნებისმიერ დროს შეცვლი ან შეწყვეტ. ხელშეკრულებით მიბმა და ჯარიმა არ არის.
დღესვე დაიწყე
პირველი ლექციის გასაყიდად სულ სამი რამ გჭირდება: მისამართი, ფასი და ეთერი. დანარჩენს პლატფორმა აკეთებს.
აირჩიე ცენტრის მისამართი და დაიწყე უფასოდ.
ანგარიშის შექმნას 2 წუთი უნდა. ბარათი და ხელშეკრულება ახლა არ გჭირდება.
ნაბიჯი 1 / 3
2 წუთი. ბარათი არ გჭირდება. ლექციას ფასს პირველივე დღეს დაადებ.
შეკითხვები და შეთავაზების მოთხოვნა: info@donator.ge